AI ჰალუცინაციები - როგორ მივიღოთ საუკეთესო პასუხები Prive AI-სგან?
Levan Tediashvili
ხელოვნური ინტელექტის მოდელები ზოგჯერ გასცემენ პასუხებს, რომლებიც ერთი შეხედვით სავსებით დამაჯერებლად და ავტორიტეტულად ჟღერს, თუმცა სინამდვილეში არასწორია. ამ ფენომენს "ჰალუცინაცია" ეწოდება...

რა არის AI ჰალუცინაცია?
ხელოვნური ინტელექტის მოდელები ზოგჯერ ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს ზოგჯერ გასცემენ პასუხებს, რომლებიც ერთი შეხედვით სავსებით დამაჯერებლად და ავტორიტეტულად ჟღერს, თუმცა სინამდვილეში არასწორია. ამ ფენომენს "ჰალუცინაცია" ეწოდება.
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ძალიან თავდაჯერებულად გიყვებათ ამბავს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ინფორმაცია არასწორი იყო. ზოგჯერ შესაძლოა AI მოდელებსაც მსგავსი რამ დაემართოთ — მათ შეუძლიათ "მოიგონონ" ციტატები, მუხლის ნომრები ან ფაქტები, რომლებიც რეალურად არ არსებობს.
რატომ ხდება ჰალუცინაციები?
ჰალუცინაციების რამდენიმე მიზეზი არსებობს:
მონაცემთა შეზღუდვა — მოდელი შესაძლოა არ იყოს გაწვრთნილი უახლესი ინფორმაციით და დაიბნეს, როდესაც მიმდინარე მოვლენების ან ბოლო ცვლილებების შესახებ ეკითხებიან.
შაბლონების მიბაძვა — AI მოდელები სწავლობენ ტექსტის სტრუქტურას და ცდილობენ შექმნან ისეთი პასუხი, რომელიც "სწორად გამოიყურება", თუმცა შინაარსობრივად შეიძლება მცდარი იყოს.
კონტექსტის ნაკლებობა — როცა საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, მოდელი ცდილობს "შეავსოს ხარვეზები", რასაც იგი ზოგჯერ არასწორ დასკვნებამდე მიჰყავს.
როგორ მართოთ კონტექსტი სწორად
AI ასისტენტთან მუშაობისას კონტექსტის მართვა უმნიშვნელოვანესია. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ:
ახალი თემა = ახალი ჩათი. თუ თქვენ უკვე გაქვთ გახსნილი საუბარი ერთ თემაზე და გსურთ სრულიად განსხვავებული კითხვის დასმა, აუცილებლად გახსენით ახალი ჩათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოდელი შეეცდება დააკავშიროს თქვენი ახალი კითხვა წინა საუბართან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა და არასწორი პასუხები.
მაგალითად, თუ ჯერ საშემოსავლო გადასახადზე გესაუბრებოდით, ხოლო შემდეგ იმავე ჩათში დღგ-ს შესახებ იკითხავთ, მოდელმა შეიძლება ორი თემა აურიოს ერთმანეთში.
როგორ დავსვათ კითხვა სწორად
იყავით მკაფიო და კონკრეტული. ზოგადი კითხვები ზოგად პასუხებს იძლევა. რაც უფრო ზუსტად ჩამოაყალიბებთ კითხვას, მით უფრო რელევანტური იქნება პასუხი.
მიაწოდეთ სრული ინფორმაცია. თუ თქვენი სიტუაცია სპეციფიკურია, აუცილებლად მიუთითეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. მაგალითად, საგადასახადო კითხვის დასმისას გაითვალისწინეთ: ხართ ფიზიკური პირი თუ იურიდიული? რა ტიპის შემოსავალზეა საუბარი? რა პერიოდს ეხება კითხვა?
ყოველთვის გადაამოწმეთ წყაროები
საგადასახადო საკითხებთან მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Prive AI-ის მიერ მითითებული წყაროების გადამოწმება. საგადასახადო კოდექსში ან სხვა კანონქვემდებარე აქტებში შეიძლება იყოს დეტალები, რომლებიც არ მოხვდა პასუხში, მაგრამ თქვენი კონკრეტული სიტუაციისთვის გადამწყვეტია.
თუ რომელიმე პასუხი არ იყო სასარგებლო, გამოიყენეთ 👎 ღილაკი ან მოგვწერეთ contact@priveai.ge-ზე.