კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალური ინფორმაციის გამოყენების პოლიტიკა

წინამდებარე პოლიტიკის მიზანია მოგაწვდოს ინფორმაცია: თქვენი პერსონალური მონაცამების დამუშავებისას როგორ განვამარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ; განვიხილავთ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა თქვენს უფლებების დაცვას. დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს კომპანია თქვენ შესახებ მაშინ როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი; როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის დაპირება

ჩვენ გპირდებით, რომ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე; არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ; თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

ვინ ვართ ჩვენ

შპს „პრაივ ეიაი “ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელმაც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი). საიდენტიფიკაციო კოდი: 404744470 მისამართი: ბ. კალანდაძის 12, თბილისი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საკონტაქტო ელ.ფოსტა: contact@priveai.ge

როგორ გიცავთ კანონი და მომხმარებლის უფლებები

თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზე თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენ გაქვთ უფლება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ; მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები; მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; ვის გადაეცა თქვენი მონაცემები; ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე; მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი; კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. მოითხოვეთ თქვენი მონაცემების დამუშავების და შეწყვეტა მარკეტინგის მიზნებისათვის. გაიხმოთ თქვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობები. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოში; კანონმდებლობით დადგენილი ვადაში მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის გაცნობა ან ასლის მიღება. უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ შორის პროფაილინგზე). ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარიყო საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნის დაფიქსირების საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე contact@priveai.ge

პერსონალური მონაცემების ტიპები

საკონტაქტო ინფორმაცია: რეგისტრაციის ან შეკვეთის გაფორმებისას მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. სახელშეკრულებო ინფორმაცია: დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის გაწეული მომსახურების შესახებ. ლოკაციური ინფორმაცია: მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა კომპანიამ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით. ქცევითი მონაცემები: დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას. ტექნოლოგიური ინფორმაცია: ინფორმაცია იმ მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც იყენებთ ჩვენს პლატფორმაზე. საკომუნიკაციო ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ მოიპოვა ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის კომუნიკაციის არხებიდან. ფინანსური და ტრანზაქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია: ინფორმაცია განაცხადების, ბალანსისა და დავალიანების თაობაზე. ღია წვდომის მონაცემები: საჯარო წყაროებიდან არსებული ინფორმაცია. დოკუმენტური ინფორმაცია: თქვენზე არსებული ინფორმაცია სხვადასხვა ფორმატში. სხვა დამატებითი ინფორმაცია: რასაც თქვენზე საჭირო სხვა სერვისების ფარგლებში მოითხოვთ.

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენთან ურთიერთობისთვის: ინფორმაციის მიწოდება და მომსახურების შეთავაზება. პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება: ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება. მარკეტინგური აქტივობები: თქვენზე მორგებული მარკეტინგული აქტივობების შერჩვა და განხორციელება.

ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები

მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნა: მომხმარებლის ინფორმაციის ვრცელება და მათთვის საჭირო ბენეფიტების შეთავაზება. ფინანსური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად: საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება და უსაფრთხო რისკების მართვა.

წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენი მონაცემების მიღება ხდება შემდეგ შემთხვევებში: როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი; როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე/პლატფორმებზე/აპლიკაციაში; როდესაც იყენებთ ჩვენ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს; როდესაც ჩვენი სერვისების/პროდუქტების/პლატფორმების შესახებ დებთ განცხადებებს/კომენტარებს სოციალურ ქსელში, მათ შორის და არამხოლოდ კომპანიის პლატფორმების გვერდებზე/აპლიკაციაში და სხვა წყაროებში. სატელეფონო/მეილით/ჩატით კომუნიკაციისას ან კომპანიაში ვიზიტისას; მომსახურების გაწევის დროს; როდესაც იყენებთ ჩვენს ვებგვერდს/პლატფორმას, მობილურ აპლიკაციას და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს (ონლაინ ჩათს); როდესაც გვიგზავნით წერილებს/დოკუმენტებს/შეტყობინებებს ფოსტით, ელ. ფოსტით ან სოციალური ქსელის საშუალებით; როდესაც მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად პლატფორმაზე/ონლაინ ჩატით თუ სატელეფონო კომუნიკის საშუალებით; შეკვეთის/სერვისის მოწოდების დროს; როდესაც სარგებლობთ კომპანიის/კომპანიის პლატფორმების/აპლიკაციის ან კომპანიასთან დაკავშირებული მომსახურებით; როდესაც მოგვმართავთ დასაქმების მიზნით; როდესაც აფიქსირებთ პრეტენზიას; თქვენს მონაცემებს ასევე ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო რეესტრი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ფინანსური ინსტიტუტები, საჯარო ორგანიზაციები. თქვენს მონაცემებს თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობით ან კანონისმიერი საფუძვლით ასევე ვაგროვებთ პარტნიორი კომპანიებისგან შემდეგ შემთხვევაში: მათ პლატფორმასა და მათ შორის განხორციელებული წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაციის შესახებ.

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს ასეთი ინფორმაცია.

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა/ვიზიტორების ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების" (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ ვებგვერდით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ფუნქციონირების ხარისხი. „მზა ჩანაწერები" მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს. პლატფორმის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებაზე „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. თუ გსურთ შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს პლატფორმაზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკას“ ან დაბლოკავთ ან წაშლით Cookie ფაილებს, ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა ზოგიერთმა სერვისმა/ფუნქციონალმა შესაძლოა არ იფუნქციონიროს სრულყოფილად, რამაც შესაძლოა თქვენთვის გამოიწვიოს ჩვენი სერვისის მიღების სრულად ან ნაწილობრივ შეუძლებლობა. თუ გსურთ უკეთ გაიგოთ, როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს", ჩვენს საიტზე იხ. ჩვენი „Cookie პოლიტიკა."

ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი (პროფაილინგი)

თქვენი მონაცემები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოვიპოვებთ, შეიძლება დამუშავდეს ავტომატური გადაწყვეტილების მიღების პროცესში (პროფაილინგი). ავტომატური საშუალებებით თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველი შეიძლება იყოს თქვენი თანხმობა, კანონმდებლობით ან/და ჩვენს შორის არსებული ხელშეკრულებით ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. თქვენ უფლება გაქვთ არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზირებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: ეფუძნება თქვენ მიერ აშკარად გამოხატულ თანხმობას; აუცილებელია ჩვენს შორის ხელშეკრულების დასადებად, ან უკვე არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად; გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებთან/პირებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული მომსახურება უნდა მოგაწვდონ ან იმ პარტნიორ კომპანიებთან, რომელთათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემაზე თანხმობა განაცხადეთ. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია: ვებ-ინსტრუმენტების ან/და აპლიკაციების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურება; IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის (მაგ., claud სერვისები; იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.; თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენციას, რასაც ახორციელებენ სპეციალიზებული კომპანიები; საკურიერო სერვისის პროვაიდერები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ თქვენთან ნივთის/წერილის ტრანსპორტირება. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ თუ სამომავლოდ შეიცვლება კომპანიის სტრუქტურა. მაგალითად: იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გადაწყტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია. ზემოხსენებული რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას. თუ კომპანიის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში სხვა მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი მონაცემები, აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წინამდებარე პოლიტიკითა და კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში. ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი დაცულობა. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება. მესამე მხარეები (აპლიკაციები/სერვისები): თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომერის, მოდელის, ბრენდ, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიისა და აპლიკაციის ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics, Matomo.org, Facebook Pixel და Hotjar.com. ჩვენ ვიყენებთ VWO Analyze tool, რომლის საშუალებითაც ვამუშავებთ ინფორმაციას ვებგვერდზე/აპლიკაციაში თქვენი ქცევის შესახებ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

GDPR-ის საფუძველზე არსებული სპეციალური ღონისძიებები

იმ შემთხვევაში, თუ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა, კომპანია გადადგამს ყველა ნაბიჯს მონაცემების უსაფრთხოდ და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემას კომპანია განახორციელებს კანონმდებლობის დაცვით. აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად: ქვეყანა, რომელთანაც ხდება ინფორმაციის გაზიარება, სარგებლობს დაცვის სათანადო გარანტიებით ევროკომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად; ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადავცეთ მესამე ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ შესაბამის ზომებს GDPR-ის შესაბამისად. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია შესაბამისი ზომების თაობაზე წინამდებარე პოლიტიკაში არსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით. ევროკომისიის გადაწყვეტილების არარსებობისას ან შესაბამისი გარანტიების, მათ შორის, სავალდებულო კორპორატიული წესების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: მონაცემთა სუბიექტი ცალსახად დაეთანხმა შემოთავაზებულ გადაცემას, მას შემდეგ, იგი ინფორმირებული იქნება გადაცემასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რაც ხორციელდება ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და შესაბამისი დაცვის გარანტიების არარსებობის გამო; გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და მონაცემთა დამმუშავებელს შორის არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით წინასწარი ხელშეკრულებო ღონისძიებების განსახორციელებლად; გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ინტერესებში დადებული ხელშეკრულების დადების ან შესრულებისთვის, რომელიც დადებულია მონაცემთა დამმუშავებელსა და სხვა ფიზიკურ ან იურიდიული პირის შორის; გადაცემა აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე; გადაცემა აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნების განხორციელების ან დაცვის მიზნით; გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტი მოკლებული არის თანხმობის გამოხატვის შესაძლებლობას.

თაღლითობის გამოვლენა

თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიში/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები/შეკვეთები ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.

პერსონალური მონაცემების დაცვის სხვადასხვა საკითხი

18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ კომპანიის პლატფორმ/ებ/ით/ვებგვერდებით/აპლიკაციებით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა Prive AI პლატფორმით/ვებგვერდებით თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.

საჯარო ადგილები

ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ვებგვერდზე გამოვყოთ ადგილები, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებას, ასევე სხვებთან კომუნიკაციას ფორუმების ან ბლოგების მეშვეობით, პროდუქტების დათვალიერებას, კონტენტის გაგზავნას და ა.შ.. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისათვის და შეიძლება, აგრეთვე, გამოჩნდეს სხვა ვებგვერდებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, შეგროვდეს და გამოყენებულ იქნას სხვების მიერ. მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტას რომელიმე პროდუქტთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარის გაკეთებისას, თქვენ შეიძლება მიიღოთ არასასურველი ელექტრონული ფოსტა. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს თქვენ მიერ ვებგვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით დადებულ ინფორმაციას და ვინ როგორ გამოიყენებს მას. ამიტომ, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე თქვენი ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებისას.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ არაუმეტეს 10 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო: კითხვებზე და საჩივრებზე პასუხის გასაცემად; თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით; საქმისწარმოების განხორციელების მიზნით ჩვენ საქმიანობასთან მიმართებით არსებული რეგულაციის ფარგლებში; კანონდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. თქვენი მონაცემების შენახვა შეიძლება მოხდეს 10 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობის შესაბამისად კანონმდებლობის საფუძვლების გამო.

მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნისთვის დამუშავება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე, თქვენს პერსონალურ მონაცემებს გამოვიყენებთ მარკეტინგული მიზნებისთვის - მათი ცოდნა გვჭირდება თქვენზე მორგებული ჩვენი ან/და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზებების გასაცნობად.

მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შეწყვეტის მოთხოვნა/თანხმობის გახმობა

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოგწეროთ ან დაგვეჩლებთ სხვა საკომუნიკაციო არხებზე და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. მეილზე მოწერის შემთხვევაში თქვენი მოთხოვნა გთხოვთ დააფიქსიროთ შემდეგი სახით: თუ თქვენ არ გსურთ ჩვენგან მიიღოთ მარკეტინგული შეთავაზებები, მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე contact@priveai.ge. ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებ, რასაც თავად გვიზიარებთ ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით. ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი.

როგორ გაითქვეთ თქვენი თანხმობა

თანხმობის გათხოვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. თანხმობის გახმობისთვის დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ. გამოთხოვის უფლება მაშინ არის შესაძლებელი (ან რელევანტური), როცა დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა. თანხმობის გათხოვის შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილება

კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის პლატფორმა/ებ/ზე /აპლიკაციაში.

როგორ დაგვიკავშირდეთ

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი უფლებების რეალიზებას (მონაცემთა შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: contact@priveai.ge.

კონფიდენციალობის პოლიტიკის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით

თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციი მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას ტექსტში მოცემული პირობების შესაბამისად.