Prive AI-ს ინტეგრაცია ChatGPT-სა და Claude-ში
Levan Tediashvili

ალბათ უკვე იყენებთ ხელოვნური ინტელექტის რომელიმე მოდელს — Claude-ს, Gemini-ს ან ChatGPT-ს — ყოველდღიური საქმეების მოსაგვარებლად. ახლა ამ მოდელებს ქართული საგადასახადო კანონმდებლობის „გარჩევაც" შეგიძლიათ ასწავლოთ.
Prive AI-მ ამოქმედა ახალი შესაძლებლობა — MCP (Model Context Protocol). მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ხიდი, რომელიც თქვენს AI ასისტენტს პირდაპირ Prive AI-ს ცოდნის ბაზასთან აკავშირებს.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
დაკავშირების შემდეგ, როცა თქვენს AI მოდელს საგადასახადო შეკითხვას დაუსვამთ, ის აღარ დაეყრდნობა მხოლოდ ზოგად ცოდნას. ამის ნაცვლად, მოდელი თავად მოიძიებს Prive AI-ს ბაზაში შესაბამის საკანონმდებლო მუხლებს და სწორედ მათზე დაყრდნობით გაგცემთ პასუხს.
ანუ პასუხი ეფუძნება ნამდვილ საგადასახადო კანონმდებლობას და არა მოდელის ვარაუდს.
ვისთვისაა ეს?
ეს შესაძლებლობა მათთვისაა, ვინც უკვე რეგისტრირებულია Prive AI-ზე — დაკავშირებისას სწორედ თქვენი ანგარიშით გაივლით ავტორიზაციას.
ამისთვის პროგრამირების ცოდნა საერთოდ არ არის საჭირო. თუ უკვე იყენებთ Claude-ს, Gemini-ს ან ChatGPT-ს, საკმარისია ერთხელ დააკავშიროთ Prive AI და შემდეგ ჩვეულებრივად დაუსვათ შეკითხვები — დანარჩენს მოდელი თავად აკეთებს.
როგორ დავაკავშირო?
დაკავშირებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ, არის Prive AI-ს MCP მისამართი:
https://api.priveai.ge/mcp
Claude-ში
გახსენით Claude → Settings (პარამეტრები) → Connectors.
დააჭირეთ „+" ღილაკს და აირჩიეთ „Add custom connector".
ჩასვით Prive AI-ს MCP მისამართი და დააჭირეთ „Add".
შემდეგ დააჭირეთ „Connect" და გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი Prive AI-ს ანგარიშით.
კონკრეტულ საუბარში ჩასართავად დააჭირეთ ჩატის „+" ღილაკს და ჩართეთ Prive AI.
Claude-ში ეს ხელმისაწვდომია უფასო გეგმაზეც (უფასო მომხმარებლებს ერთი კონექტორის დამატება შეუძლიათ).
ChatGPT-ში
ChatGPT-ში რამდენიმე ნაბიჯით მეტია და საჭიროა ფასიანი გეგმა (Plus, Pro, Business ან Enterprise):
გახსენით ChatGPT → Settings → Connectors (ან Apps).
გადადით „Advanced settings"-ში და ჩართეთ „Developer mode".
დააჭირეთ „Create"-ს და შექმენით ახალი კონექტორი — სახელში მიუთითეთ „Prive AI", ხოლო URL-ის ველში ჩასვით ზემოთ მოცემული MCP მისამართი.
დაასრულეთ შექმნა და გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი Prive AI-ს ანგარიშით.
საუბრისას ჩართეთ Prive AI ხელსაწყოების სიიდან.
სხვა აპლიკაციებიც, რომლებიც MCP-ს უჭერენ მხარს, ანალოგიური პრინციპით უკავშირდება Prive AI-ს — საჭიროა მხოლოდ ზემოთ მოცემული მისამართის დამატება.
და მთავარი — უფასოდ
ამ მიდგომის ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ Prive AI-ს ცოდნის ბაზას უფასოდ გამოიყენებთ — პირდაპირ იმ AI ხელსაწყოში, რომელსაც უკვე ენდობით და ყოველდღე იყენებთ.